The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანთეოზ ასათიანი

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1981  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს.

1921–1922წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი, 1924–1925წწ. კომპარტიის ახალციხის სამაზრო კომიტეტის პირველი მდივანი, 1927 წელს საქართველოს მთავლიტის უფროსი, 1935–1936წწ. ამიერკავკასიის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, 1942–1947წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო გამომცემლობის დირექტორი, 1944–1947წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრების გამგე. 1947–1952წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. დამუშავებული აქვს რაციონალური კვებისა და სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების ზოგიერთი საკითხი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1950). პროფესორი(1950). ჰიგიენისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.223

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1968-)
  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1939-)
  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1963-1968)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: