შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი არჯევანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია. 1881 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. 1905 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. I მსოფლიო ომის დროს (1914–1918) თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა არზრუმის ციხე–სიმაგრის აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას. 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს არმიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი წითელ არმიაში შევიდა. 1921 წელს იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან კი ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი. 1928 წლის იანვრიდან გავიდა თადარიგში. პერსონალური პენსიონერი. პოლკოვნიკი (1910). გენერალ-მაიორი (1916). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.222 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |