The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ასათიანი

ალექსანდრე ასათიანი
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 1954  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართული სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:იურისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბარდნალა, ცაგერის რაიონი(ყოფილი ლეჩხუმის მაზრა).

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1907 წელს; სწავლობდა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე; 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1904–1905წწ. მონაწილეობდა ლეჩხუმისა და სვანეთის რევოლუციურ მოძრაობაში. 1914 წელს საქართველოში დაბრუნდა. იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე. 1916 წელს მონაწილეობდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის შექმნაში. 1917 წლის ივნისში ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იყო ერთ–ერთი ძირითადი მომხსენებელი აგრარულ საკითხთან დაკავშირებით. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1926 წელს გიორგი გვაზავასთან და სხვებთან ერთად დააფუძნა "პრომეთეისტული" მოძრაობა. 1924-1926წწ. იყო სტამბულში დაარსებული "კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი. ინტენსიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან("ივერია", "სამშობლოსათვის") და ორგანიზაციებთან. 1929-1939წწ. საფრანგეთში, თავად გამოსცემდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ბეჭვდით ორგანოს–"სამშობლოს". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოთხი წლით ესპანეთში გადავიდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა. ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა მიუნხენში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.223

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მთავარი კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი(ეროვნულ–დემოკრატიული პარტია)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: