შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარო არჯევნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ენისელი, ყვარლის რაიონი. 1939 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ყვარლის რაიონის ეთნოგრაფიულ გუნდს, რომლის რეპერტუარი მოიცავდა კახურ სიმღერებს. პარალელურად ეძებდა, კრებდა და იწერდა ხალხური სიმღერების საინტერესო ვარიანტებს (ჩაწერილი აქვს 100–ზე მეტი სიმღერა). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. 1941–1943წწ. მუშაობდა მოგზაური სათეატრო ანსამბლის მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1943–1945წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერ აღდგენილ ხალხური სიმღერების გუნდს. 1945 წელს იყო ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული მეფანდურეთა ექსპერიმენტული ანსამბლის ხელმძღვანელი. მარიამ არჯევნიშვილმა დანერგა ქართული ხალხური საკრავების–ფანდურის, სალამურის, ჭუნირის, დაირის, ჩონგურის ანსამბლური გამოყენება. 1947 წლიდან პარალელურად იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური საკრავების ჯგუფის ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერის დახვეწისა და ქართული ხალხური საკრავების მდიდარი, თვითმყოფადი ჟღერადობის შენარჩუნების საქმეში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.222; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.380; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |