The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ბალანჩივაძე

ელისაბედ ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2003  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(მუსიკის ისტორიის განხრით).

1958–1970წწ. ასწავლიდა მუსიკის ისტორიასა და მუსიკის თეორიას თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში, 1979 წლიდან ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1980 წლიდან მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; 1984 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; 1957 წლიდან თანაშრომლობდა რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებთან; დაწერილი აქვს: ნაშრომები კრებულებად – "ა. ნასიძის კვარტეტები", "ი. სტრავინსკის "ჯარისკაცის ისტორია"; სტატიები პერიოდულ გაზეთებსა და ჟურნალებში – ა. შავერზაშვილის კანტატა "ჩემი ქვეყნის სიმღერები"(1961, "საბჭოთა მუსიკა"), "ახლის ძიებაში"(1962, ახალგაზრდა კომპოზიტორთა შემოქმედებაზე, "ლიტერატურული საქართველო"), "სულხან ცინცაძის ბალეტი "დემონი"(1965, "საბჭოთა ხელოვნება"), "ახალი ოპერა – ბავშვებს"(1967, ე. ექსანიშვილის "ტყის ზღაპარი", "საბჭოა ხელოვნება"), "რ. გაბიჩვაძის ბალეტი "მედეა"(1979, "საბჭოთა ხელოვნება"); მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული ბალეტის მუსიკალური დრამატურგია კლასიკურ სიუჟეტებზე", დაიცვა 1969 წელი;

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 46; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი: composersunion.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1965-19??)

გააზიარე: