შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჟდენ არსენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სოჩხეთი, ტყიბულის რაიონი (ყოფილი ქუთაისის მაზრა). სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებშივე მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. რსდმპ II ყრილობის შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბაქოს მენშევიკურ ორგანიზაციებში. თანამშრომლობდა გაზეთებში "ივერიასა" და "კვალში". მონაწილეობდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შედგენაში. 1919 წელს ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში; ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას. 1930–იან წლებში პარიზში მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ჟურნალი "სოციალისტური აზრი". იყო 1952 წელს მიუნხენში დაარსებული რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის პირველი რედაქტორი. სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.203 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |