შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე არსენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო–სამშენებლო ფაკულტეტი 1930 წელს. 1931–1968წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკური და მელიორაციის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1952–1957წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, 1960–1968წწ. წყალმომარაგების განყოფილების გამგე. 1954–1959წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჰიდროტექნიკის კათედრის გამგედ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი კვლევის შედეგები განზოგადოებულია წიგნში "ტალღური დინებები ღია დიდქანობიან არხებში" (თბილისი, 1970, რუსულად გამოიცა 1961, ინგლისურად–1965). კონსტანტინე არსენიშვილის მიერ დამუშავებული უტალღო ჰიდროტექნიკური არხების აგების მეთოდების საფუძველზე აშენდა ტყიბულის ჰესის სწრაფდენი, იგოეთისა და აზერბაიჯანის საირიგაციო სისტემები. არსენიშვილის მიერ დამუშავებული არხების პროფილები და სხვა რეკომენდაციები შეტანილია აშშ-ის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების სტანდარტებში. ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), ჰიდროტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |