The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა გუნია

ნათელა გუნია
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1966წწ. იყო რუსთავის საავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი; 1966–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1975 წლის მარტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰუმორული და უჯრედული ფაქტორების როლს ბრონქული ასთმის პათოგენეზში. ექიმი–ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებისა და სენსიბილიზაციის ჰემატოლოგიური მაჩვენებლების კვლევა სხვადასხვა ფორმის ბრონქული ასთმის დროს", დაიცვა 1973 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 82

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: