შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარამ ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო). 1951-1953წწ. იმყოფებოდა გადასახლებაში ყაზახეთში; 1959-1964წწ. თბილისის პირველ საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო ათწლედის თეორიული განყოფილების მასწავლებელი; 1960 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს ხმის ჩამწერი სტუდიის ხმის ოპერატორი; 1963-1970წწ. განათლების სამინისტროს ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლის დირექტორის მოადგილე; იმავდროულად, თბილისის განათლების განყოფილების საქალაქო მეთოდკაბინეტის მეთოდისტი მუსიკალურ აღზრდის დარგში; 1969-1970წწ. საქართველოს განათლების მინისტრის თანაშემწე; 1970-1978წწ. კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის მასწავლებელი; 1971-1977წწ. N11 სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1977-1991წწ. თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი; 1991-1993წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორი; 1993-2001წწ. თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი; 2002 წლიდან - საქართველოს "შ.პ.ს. მუსიკალური ფონდის" გენერალური დირექტორი. მრავალი ფოლკლორული ექსპედიციის ხელმძღვანელი და მონაწილე; მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: სახელმძღვანელოები – მუსიკის სახელმძღვანელო მეხუთე–მეექვსე კლასებისათვის(1973, "განათლება", ჯ. მუჯირთან და პ. შარაბიძესთან ერთად); სტატიები პერიოდულ გამოცემებში; სტატიები ჟურნალში "საბჭოთა ხელოვნება" – "აბესალომ და ეთერის" ახალი კლავირი" (1962), "ლეოპოლდ სტოკოვსკი 80 წლის" (1962), "საკულტო–სარიტუალო ჟანრი ქართულ ფოლკლორში" (1971), "ნიკო სულხანიშვილი" (1972), "ქორმეისტერი ს. იაშვილი" (1973), "ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის მჭედლები" (1978). მუსიკათმცოდნე. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 48; რეპრესირებულთა ჩანაწერები/შემდგენელი-რედაქტორი ქეთევან ტომარაძე. -თბ.,2020. -გვ.132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |