The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი გუნია

ჯონი გუნია
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალკო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1965წწ. იყო სოფ. დურიფშის(გუდაუთის რაიონი) სასოფლო საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1965–1966წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შოკის ბრიგადის ექიმი–ქირურგი; 1966 წლიდან მუშაობს ნევროლოგიის ინსტიტუტში. ავტორია 87 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზედა საგიტალური სინუსის კედლებისა და დიდი ნამგლისერბური მორჩის გაღიზიანების გავლენა სუნთქვასა და გულ–სისხლძარაღვთა სისტემაზე სხვადასხვა ანესთეზიის პირობებში", დაიცვა 1970 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.83


გააზიარე: