The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგა ბახტაძე

დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(საფორტეპიანო).

1959–1970წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის მერვე სამუსიკო სკოლაში, 1966–1968წწ. იყო თბილისის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის კულტურის განყოფილების მთავარი მეთოდისტ– ინსპექტორი, 1966–1969წწ. თბილისის პირველი სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 1968 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1976 წლიდან ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის მთავარი მეცნიერ მუშაკი, 1970–1979წწ. სავალდებულო ფორტეპიანოს კათედრის მთავარი პედაგოგი, 1979 წლიდან მეთოდიკისა და პედაგოგიური პრაქტიკის კათედრის დოცენტი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1978 წელს; მნიშვნელოვამი ქმნილებები: კრებულები, სტატიები პერიოდულ გამოცემებში, სტატიები ჟურნალში "საბჭოთა ხელოვნება" – "ახალი ქართული ოპერა"(1973), "დავით მაჩაბელის მუსიკალური ესთეტიკა"(1978), თანამშრომლობდა ჟურნალთან "ლიტერატურული საქართველო". ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1980-19??)

გააზიარე: