შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი 1886 წელს. 1886 წლიდან ეწეოდა აქტიურ სამწერლო და საზოგადო–პოლიტიკურ მოღვაწეობას; მუშაობდა ბაქოში ნობელების ნავთობ–გადამამუშავებელი ფირმის ინჟინრად; იყო ბაქოს ქართული სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი; 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში; ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის(1921 თებერვალი–მარტი) შემდეგ იგი იყო პოლიტიკური ემიგრანტი(ცხოვრობდა პარიზში) და აქტიურად იღწვოდა საქართველოს განთავისუფლებისათვის; 1924 წელს პარიზში მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა ქართული ეროვნული პოლიტიკიური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი"; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან; პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |