The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ დადიანი

იოსებ დადიანი
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1937  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი 1886 წელს.

1886 წლიდან ეწეოდა აქტიურ სამწერლო და საზოგადო–პოლიტიკურ მოღვაწეობას; მუშაობდა ბაქოში ნობელების ნავთობ–გადამამუშავებელი ფირმის ინჟინრად; იყო ბაქოს ქართული სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი; 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში; ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის(1921 თებერვალი–მარტი) შემდეგ იგი იყო პოლიტიკური ემიგრანტი(ცხოვრობდა პარიზში) და აქტიურად იღწვოდა საქართველოს განთავისუფლებისათვის; 1924 წელს პარიზში მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა ქართული ეროვნული პოლიტიკიური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი"; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან; პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.252

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკი, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძვნებელი კრება, წევრი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან (1919-1921)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1919)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, ერთ–ერთი დამაარსებელი (1917-)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიურო, ერთ–ერთი ხელმძღვანელი (1921-1937)
  • საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტია, წევრი, ერთ–ერთი დამფუძვნებელი (1901-)

გააზიარე: