The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაირა არსენიშვილი

ზაირა არსენიშვილი
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2015  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მუსიკოსი, მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.

მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში" (1972), "აურზაური სალხინეთში" (1975), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "დღეს ღამე უთენებია" (1983), "ორომტრიალი" (1986), "ვალსი პეჩორაზე" (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის (1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება" (2009). კინოდრამატურგი. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, "ხუთწლედის მატიანე", ფილმის სცენარისათვის –"დღეს ღამე უთენებია" (1984).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - პრემია "საგურამო"
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის"/ ზაირა არსენიშვილი . - თბილისი : ბ.ს. კომბ-ტი, 1997. - 408გვ.
  • 1980 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმის სცენარისათვის–"რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: