შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალი არსენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბაძველი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1913 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს რუსულ და ქართულ პრესაში. 1918 წლიდან "ცისფერყანწელებს" მიემხრო. 30-იანი წლების დასაწყისში იგი მარქსისტულ-ლენინურ ესთეტიკურ პოზიციაზე დადგა. არსენიშვილის წერილებში, რომლებიც გამოირჩევა ერუდიციითა და ფაქიზი გემოვნებით, განხილულია ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების შემოქმედება, ესთეტიკური საკითხები. თარგმა პროსპერ მერიმეს, თეოდორ დრაიზერის და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |