The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალი არსენიშვილი

ალი არსენიშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე არსენიშვილი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1939  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დაბაძველი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1913 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს რუსულ და ქართულ პრესაში. 1918  წლიდან "ცისფერყანწელებს" მიემხრო. 30-იანი წლების დასაწყისში იგი მარქსისტულ-ლენინურ ესთეტიკურ პოზიციაზე დადგა. არსენიშვილის წერილებში, რომლებიც გამოირჩევა ერუდიციითა და ფაქიზი გემოვნებით, განხილულია ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების შემოქმედება, ესთეტიკური საკითხები. თარგმა პროსპერ მერიმეს, თეოდორ დრაიზერის და სხვათა ნაწარმოებები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128


გააზიარე: