შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთინო დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი. 1983 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიკროტოქსინების პრობლემებს, მონაწილეობდა სოროსისა და მსოფლიო ბანკის მოპოვებულ გრანტებში. მუშაობდა ჩიყვის პრევენციის პრობლემებზე. ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ექიმი–ჰიგიენისტი(ეპიდემიოლოგი), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუზარიოტოქსინებით საკვები პროდუქტების კონტამინაცია და მათი გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.85
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |