Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს, სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს. 1958–1960წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის თანამშრომელი; 1966–1969წწ. მაკინსკის (ყაზახეთი) რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე–ქირურგი; 1972– 1991წწ. ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 150–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს მონოგრაფიები. ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო წრეს, ექიმებსა და ასპირანტებს. მიღებული აქვს მედალი ყამირის ათვისებისთვის (1971). ექიმი–ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იშემიზირებული ნაწლავის მარყუჟის სიცოცხლის უნარიანობა და ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დიაგნოსტიკა", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე მუცლის სინდრომი ბავშვებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.86; georgianencyclopedia.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |