შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1962წწ. იყო ჭიათურის მარგანტრესტის მედიკო–სანიტარული სამსახურის ექიმი–ქირურგი; 1963–1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1966–1970წწ. რკინიგზის თბილისის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი, პარალელურად ქალაქის N4 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი, 1970–1972წწ. გეგეჭკორის რაიონის ქირურგი; 1973–1980წწ. მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი და დოცენტი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიის, ერთი გამოგონების და სამი მეთოდური წერილის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის გულის გვირგვინოვანი არტერიების კალაპოტის მორფომეტრიული თავისებურებანი დაბერების პროცესში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.86 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |