The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსუკისძე

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:1029
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

არსუკისძე იყო  ქართველი ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოვლის ამშენებელი. მისი სახელი ამოკვეთილია ორ ადგილას. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა თაღს ქვემოთ, მედალიონებში და ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით. წარწერა ასეთია: "ხელი მონისა არსუკისძისაი. შეუნდვეთ". ტაძარი აგებულია 1010–1029 წლებში.  არსუკისძემ გამოიყენა ძველი (V-VI სს.) სვეტიცხოვლის ცალკეული ნაწილები, რათა სრულიად ახალი დამოუკიდებელი ნაწარმოები შეექმნა, რაც მოწმობს მთელი იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულ სიმწიფეს და თვით არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. არსუკისძე უნდა იყოს ტაძრის დასავლეთით მდებარე კარიბჭის მშენებელიც(კარიბჭისა და ტაძრის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.208


გააზიარე: