შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ თბილელი![]()
ბიოგრაფიაარსენ თბილელი იყო ქართლის სამეფო სახლის შთამომავალი, აბდულა–ბეგის ძე, ნიქოზის ეპისკოპოსი, შემდეგ უკანასკნელი თბილელი (თბილისის მიტროპოლიტი). იხსენიება ნაიბაძის გვარითაც, რადგან მამამისი ერთ დროს ქართლის ნაიბი (გამგე) იყო. ახალგაზრდა დაქვრივდა და ბერად აღიკვეცა. მისი ძმის დავითისა და უახლოესი ნათესავის პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა იმერეთში გადახვეწილიყო. დიდხანს მოღვაწეობდა კაცხის მონასტერში, შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსად დანიშნეს. კრწანისის ბრძოლის (1795) შემდეგ ერეკლე II-ის უკმაყოფილების მიუხედავად, ანტონ II-ის წარდგინებით თბილელად დაადგინეს. 1810 წელს რუსეთის მმართველობასთან კონფლიქტის გამო გადააყენეს ეპისკოპოსობიდან. არსენ თბილელი წინ აღუდგა საქართველოს ეკლესიის რეფორმის მომხრე არქიეპისკოპოს ვარლამს (ერისთავი) და ათანასე არქიმანდრიტს. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.206 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |