The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ თბილელი

ოფიციალური სახელი:იესე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1757
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1812  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საკათედრო ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

არსენ თბილელი იყო ქართლის სამეფო სახლის შთამომავალი, აბდულა–ბეგის ძე, ნიქოზის ეპისკოპოსი, შემდეგ უკანასკნელი თბილელი (თბილისის მიტროპოლიტი). იხსენიება ნაიბაძის გვარითაც, რადგან მამამისი ერთ დროს ქართლის ნაიბი (გამგე) იყო. ახალგაზრდა დაქვრივდა და ბერად აღიკვეცა. მისი ძმის დავითისა და უახლოესი ნათესავის პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა იმერეთში გადახვეწილიყო. დიდხანს მოღვაწეობდა კაცხის მონასტერში, შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსად დანიშნეს. კრწანისის ბრძოლის (1795) შემდეგ ერეკლე II-ის უკმაყოფილების მიუხედავად, ანტონ II-ის წარდგინებით თბილელად დაადგინეს. 1810 წელს რუსეთის მმართველობასთან კონფლიქტის გამო გადააყენეს ეპისკოპოსობიდან. არსენ თბილელი წინ აღუდგა საქართველოს ეკლესიის რეფორმის მომხრე არქიეპისკოპოს ვარლამს (ერისთავი) და ათანასე არქიმანდრიტს. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.206

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

გააზიარე: