შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენი (კათალიკოსი)![]()
ბიოგრაფიაარსენი იყო XIII საუკუნის 30–40–იანი წლების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი და კათალიკოსი. რუსუდანმა 40–იანი წლების დასაწყისში ბათო ყაენთან, ოქროს ურდოში გაგზავნა დიპლომატიური მისიით ქართველ–მონღოლთა ურთიერთობის მოსაგვარებლად. 40–იანი წლებში შიომღვიმის მონასტერში შედგა ბერად. შემორჩენილია მის მიერ გაცემული წყალობის საბუთი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.206
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |