The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენი

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

არსენი იყო XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. 1381 წელს მოხატა ჭულის ეკლესია. გუმბათში გამოსახულია ამაღლება, გუმბათის ყელზე–მოციქულთა ზიარება და წმინდა მამათა და დიაკონთა ფიგურები. საკუთრივ ნაოსის კედლებზე–სახარების სცენები, განკითხვის დღე და წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები. სამხრეთის კედელზე კი სამცხის ათაბაგების–ჯაყელების პორტრეტებია. არსენის ნამუშევარი ამ პერიოდის ქართულ ფრესკებთან შედარებით დაბალი დონისაა.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.206


გააზიარე: