The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენა მარაბდელი

ოფიციალური სახელი:არსენა ოძელაშვილი
დაბადების თარიღი:1797
გარდაცვ. თარიღი:1842  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მცხეთა
კატეგორია:სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარაბდა, თეთრიწყაროს რაიონი.

ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი XIX საუკუნის I ნახევარში. თავად ზაალ ბარათაშვილთან კონფლიქტის გამო იგი ტყეში გაიჭრა. გადმოცემის თანახმად, არსენა ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ყმებით ვაჭრობას, ყმების გაჩუქებას, მზითვად გატანებას. ებრძოდა მარბიელ მთიელთა ურდოებს, კოლონიალური პოლიტიკის გამტარებელ ჩინოვნიკებს, ჩარჩ–ვაჭრებს. ამის გამო ძალიან პოპულარული იყო საქართველოსა და მის მოსაზღვრე მხარეში. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად რაზმი გაგზავნა. ბოლოს ფარსადან ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია. არსენა მარაბდელის ანტიფეოდალური პროტესტი გლეხთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა. იგი დამნაშავედ იყო გამოცხადებული და პოლიცია სდევნიდა. არსენა მოკლეს მცხეთის მახლობლად, როდესაც მარტო მყოფი რუსეთის ჯარის ნაწილებს წააწყდა. ხალხური ტრადიციით, ოძელაშვილის მკვლელი იყო გიორგი კუჭატნელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.205; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.84-85


გააზიარე: