შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუნუ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(საკომპოზიციო), 1970 წელს(ვოკალური). 1961–1968წწ. მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად; 1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი; შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა "შემოდგომიდან გაზაფხულამდე" (1969, ორ ნაწილად), ოპერეტა "ნანა მღერის სიყვარულზე"(1969, სამ ნაწილად), სამნაწილიანი ოპერეტა (1980); საესტრადო სიმღერები(ასზე მეტი) – "მეორე ლეგენდა" (ა. გელოვანის სიტყვებზე), "იავნანა" (დ. გვიშიანის სიტყვებზე), "სიმღერა თბილისზე"(ბ. აბაშიძის სიტყვებზე), "საახალწლო"(მ. ქვლივიძის სიტყვებზე), "სიმღერა სამშობლოზე", "სიმღერა იეთიმ გურჯზე", "სალაღობო", "ჩემი თბილისი", "10 ლირიული სიმღერა" (1980, კრებული), "4 სიმღერა საქართველოზე" (1983), "6 ლირიული სიმღერა" (1983); საბავშვო სიმღერები(სამოცზე მეტი); მუსიკა სპექტაკლებისათვის (1963, თბილისის თოჯინების თეატრი, 1967, ქ. საგარეჯოს დრამატული თეატრი, 1968, ქ. თელავის დრამატული თეატრი, 1972–1976წწ., ქ. ახალციხის დრამატული თეატრი და ანიმაციური ფილმებისათვის ("მონადირე"-1968, "ლურჯა"-1973, "სახლობანა"-1975, "ბულბულის იუბილე"-1978); მის სიმღერებს დიდი წარმატებით ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; რამდენიმე სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად იქნა დასახელებული (1974). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 90; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.228 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |