The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ გაბუნია

ნუნუ გაბუნია
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(საკომპოზიციო), 1970 წელს(ვოკალური).

1961–1968წწ. მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად; 1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი; შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა "შემოდგომიდან გაზაფხულამდე" (1969, ორ ნაწილად), ოპერეტა "ნანა მღერის სიყვარულზე"(1969, სამ ნაწილად), სამნაწილიანი ოპერეტა (1980); საესტრადო სიმღერები(ასზე მეტი) – "მეორე ლეგენდა" (ა. გელოვანის სიტყვებზე), "იავნანა" (დ. გვიშიანის სიტყვებზე), "სიმღერა თბილისზე"(ბ. აბაშიძის სიტყვებზე), "საახალწლო"(მ. ქვლივიძის სიტყვებზე), "სიმღერა სამშობლოზე", "სიმღერა იეთიმ გურჯზე", "სალაღობო", "ჩემი თბილისი", "10 ლირიული სიმღერა" (1980, კრებული), "4 სიმღერა საქართველოზე" (1983), "6 ლირიული სიმღერა" (1983); საბავშვო სიმღერები(სამოცზე მეტი); მუსიკა სპექტაკლებისათვის (1963, თბილისის თოჯინების თეატრი, 1967, ქ. საგარეჯოს დრამატული თეატრი, 1968, ქ. თელავის დრამატული თეატრი, 1972–1976წწ., ქ. ახალციხის დრამატული თეატრი და ანიმაციური ფილმებისათვის ("მონადირე"-1968,  "ლურჯა"-1973,  "სახლობანა"-1975, "ბულბულის იუბილე"-1978); მის სიმღერებს დიდი წარმატებით ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; რამდენიმე სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად იქნა დასახელებული (1974).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 90; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.228

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1976-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1977 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: