შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მეგი დათეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1943–1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1944–1968წწ. ასისტენტი; 1968 წლის 14 მარტიდან დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულაციას; 1980 წელს გამოქვეყნებული აქვს დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო(თანაავტორიi); 1951 წლიდან ხელმძღვანელობს კათედრის სასწავლო ნაწილს. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1982). ექიმ–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმპათიკური ნერვული სისტემის როლი კუჭის სეკრეტორულ მოქმედებაში", დაიცვა 1956 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.87 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |