The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ დალაქიშვილი

სიმონ დალაქიშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 2023  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1963წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1963–1965წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან გერონტოლოგიის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, სსრკ. სამედიცინო ენციკლოპედიის გერონტოლოგიის განყოფილების რედაქტორი. მიღებული აქვს სამი პატენტი რძე–მჟავე და ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებზე. გერონტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1983).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ზოგიერთი ველის სტრუქტურული ცვლილებები დაბერების პროცესში", დაიცვა 1965 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.87; m.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • ფინეთის ჰეიკინენის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო საზოგადოება, წევრი
  • ჩეხოსლოვაკიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: