The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ გაგნიძე

მერაბ გაგნიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს(საფორტეპიანო), 1977 წელს(საკომპოზიციო).

1971–1972წწ. მუშაობდა თბილისის საცირკო–საესტრადო სასწავლებელში კონცერტმაისტერად; 1971–1973წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალური კათედრის კონცერტმაისტერად; 1972–1977წწ. თბილისი მესამე სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს პედაგოგად; 1981 წლიდან ქ. მოსკოვის საოლქო მოზარდმაყურებლის თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგედ; შექმნილი აქვს: ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისათვის – სიმფონიური პოემა(1977, პირველი შესრულება 1978 წელს, დირიჟორი ჯ. კახიძე), სიმფონია(1980), კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1982); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – საფორტეპიანო ციკლი "მცხეთობა"(1972, რვა ნაწილად), საფორტეპიანო სონატები(1975, 1977, 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, სულ ცხრა სონატა), სიუიტა სიმებიანი კვარტეტისათვის(1976, ოთხ ნაწილად), სამი პიესა არფისათვის(1976), კონცერტი ფაგოტისა და კამერული ორკესტრისათვის(1979), სიმებიანი კვარტეტი(1979), კამერული სიმფონია ფლეიტის, ფაგოტის, სიმებიანი ტრიოსა და ლიტავრისათვის(1980), სოლო სონატა ფაგოტისათვის(1982, პირველი შესრულება 1984 წელს, ავსტრია), კვარტეტი საქსაფონებისათვის(1982, პირველი შესრულება 1984 წელს, მოსკოვი); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "ქართული ხალხური სიმღერების გადამუშავება", ვოკალური ციკლი დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1972), "ქართული სიმღერები", ვოკალური ციკლი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1973), "სიმღერები უიღბლო სიყვარულზე", ხმის, კლარნეტის, ფაგოტის, ვალტორნის, ფორტეპიანოსა და ვიოლინოსათვის(1984, სიტყვები უძველეს იაპონურ პოეზიაზე); საგუნდო ნაწარმოებები – საგუნდო ციკლი საბავშვო გუნდის, კონტრაბასისა და ფორტეპიანოსათვის(1977), ჰიმნი შერეული გუნდის ა–კაპელასათვის(1979, ქართული ეკლესიისათვის), "რამდენიმე სტროფი", კანტატა ქალთა გუნდისა და საყვირისათვის(1981), "მერანი", პოემა ვაჟთა გუნდის, ორი ვალტორნისა და ლიტავრისათვის(1983, ნ. ბარათაშვილის სიტყვებზე); მიუზიკლი – "პინოქიო"(1984, დაიდგა ქ. მოსკოვის საოლქო მოზარდმაყურებლის თეატრში); პიანისტი.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-19??)

გააზიარე: