The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან არახამია-გრანტი

ქეთევან არახამია-გრანტი
ოფიციალური სახელი:ქეთევან არახამია
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1985 წელს.

1987 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი; ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 2005); საჭადრაკო ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი (1994, 1996); ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1997); ევროპის პირადი ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2001); შოტლანდიის ჩემპიონი კაცთა შორის (2003); დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი (2003). 1996 წლიდან ცხოვრობს შოტლანდიაში. ქართველი მოჭადრაკე. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 20; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1990 - სსრკ ჩემპიონი
  • 1985 - მსოფლიოს ჩემპიონი (20 წლამდე გოგონათა შორის)
  • 1984 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1983 - საქართველოს ჩემპიონი

გააზიარე: