The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს.

1971–1973წწ. ასწავლიდა მუსიკის–თეორიის საგნებს ქ. სიღნაღის სამუსიკო სასწავლებელში; 1973–1975წწ. იყო თბილისის 68–ე საჯარო სკოლის გუნდის პედაგოგი; 1974 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ხმის რეჟისორი; დაწერილი აქვს: სიმფონიური და ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – "დავითიანი", ვოკალურ–სიმფონიური პოემა ბანის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1971, ოთხ ნაწილად), შვიდი პიესა სიმფონიური ორკესტრისათვის (1976); კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ექსპრომტი საყვირისა და ფორტეპიანოსათვის (1967), ნოქტიურნი ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1967), სამი მინიატურა სიმებიანი კვარტეტისათვის(1968, პირველი შესრულება 1969), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1969), ნოქტიურნი სიმებიანი ორკესტრისათვის (1969), საფორტეპიანო კვინტეტი(1974), შვიდი პიესა კამერული ანსამბლისათვის (1982); საგუნდო ნაწარმოებები – ექვსი მინიატურა საბავშვო გუნდისა და ფორტეპიანოსათვის (1973), სამი ნაწყვეტი VIII და X საუკუნის ქართული ხელნაწერებიდან ვაჟთა გუნდისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1974), ოთხი მინიატურა შერეული გუნდისათვის ა–კაპელა (1975).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-19??)

გააზიარე: