შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიტროპოლიტი ანტონი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ოჩხამური, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ქალაქ მოსკოვის სოფლის მეურნეობისა და საკავშირო იურიდიული ინსტიტუტები 1982 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარია 1990 წელს. 1987 წელს ბეთანიის მონასტრის მორჩილი; 1989 წელს ხელდასმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად, დადგინებულ იქნა სუჯუნის წმ. გიორგი ეკლესიის წინამძღვრად; 1995 წელს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 1996 წელს აღიკვეცა ბერად, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის, შემდეგ ეპისკოპოსის ხარისხში; 1999-2000წწ. სჯვარდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე; 2004 წელს მთავარეპისკოპოსი; 2010 წელს მიტროპოლიტი. კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 19; საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |