The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე დადიანი

კონსტანტინე დადიანი
სხვა სახელი:წიწა დადიანი
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1819
გარდაცვ. თარიღი:25 აპრილი, 1889  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი 1839 წელს.

1842-1853წწ. მონაწილეობდა კავკასიის ომებში, ძირითადად ჩაჩნეთში; ყირიმის ომის (1853-1856) დროს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს მილიციას; 1854 წელს სოფელ კოკთან (ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ბრძოლაში მოიგერია ოსმალთა კორპუსის შეტევა; ყარსის აღების შემდეგ იგი თავისი მილიციით გურიის რაზმის შემადგენლობაში შევიდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ; 1858 წლიდან იყო ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტი. 1866 წლიდან გენერალ-მაიორი; რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს იყო მოქმედ არმიაში კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე; ამ ომის შემდეგ მალე თადარიგში გავიდა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1887). კონსტანტინე (წიწა) ლევანის ძე დადიანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • თეთრი არწივის ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: