Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი 1839 წელს. 1842-1853წწ. მონაწილეობდა კავკასიის ომებში, ძირითადად ჩაჩნეთში; ყირიმის ომის (1853-1856) დროს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს მილიციას; 1854 წელს სოფელ კოკთან (ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ბრძოლაში მოიგერია ოსმალთა კორპუსის შეტევა; ყარსის აღების შემდეგ იგი თავისი მილიციით გურიის რაზმის შემადგენლობაში შევიდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ; 1858 წლიდან იყო ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტი. 1866 წლიდან გენერალ-მაიორი; რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს იყო მოქმედ არმიაში კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე; ამ ომის შემდეგ მალე თადარიგში გავიდა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1887). კონსტანტინე (წიწა) ლევანის ძე დადიანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.252 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |