The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო გოგუა

დოდო გოგუა
ოფიციალური სახელი:ლიდია გოგუა
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება 1958 წელს.

1958–1978წწ. ასწავლიდა მუსიკის ისტორიას თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელში; 1962 წლიდან იყო პედაგოგი, 1968 წლიდან მთავარი პედაგოგი, ხოლო 1980 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი; დაწერილი აქვს: ბროშურები, ნამუშევრები კრებულებად (1975 – "რ. გაბიჩვაძის ადრეული კვარტეტები", 1976 – "ა. შავერზაშვილის 50–ანი წლების კამერულ–ინსტრუმენტული ანსამბლები", 1981 – "60–70 წლების ქართული ინსტრუმენტული მუსიკის რამოდენიმე თავისებურება"); სტატიები პერიოდულ გამოცემებში; მუსიკათმცოდნე.

საკანდიდატოდისერტაციის თემა – "საქართველოს კანერულ–ინსტრუმენტული ანსამბლი (20–50–ანი წლები)", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 117


გააზიარე: