შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევი დევდარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს. 1977–1981წწ. იყო რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი–პედიატრი; 1981–1983წწ. რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების დარგში; 1987–1988წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1988–1994წწ. ასისტენტი; 1994 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის კათედრის დოცენტი და ამავე კათედრის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი; ამავე დროს არის პედიატრიული ინტერნატურის დეკანი. თბილისის სამედიცინო აკადემიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს დიპლომი (1997). ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს ერთი მონოგრაფია. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრამუარყოფითი მიკრობებით გამოწვეული სეფსისის კლინიკო–იმუნოლოგიური პარალელები ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.89 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |