შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის საქმეში; 1805 წელს მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ დელეგაციას; აქტიურად იბრძოდა აფზახეთში რუსული ორიენტაციის მქონე საფარ–ბეგის დასამკვიდრებლად და ასლან–ბეგის დასამკვიდრებლად; 1810-1823წწ. იყო ლეჩხუმის სარდალ–მოურავი; მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის (1806-1812, 1828-1829) და რუსეთ–ირანის (1826-1828) ომებში; 1810 წელს და 1819-1820წწ. ეხმარებოდა რუსეთის მთავრობას იმერეთის აჯანყებების ჩაქრობაში; წლების განმავლობაში ეკავა მსაჯულთუხუცესის (მდივანბეგთუხუცესი) თანამდებობა სამეგრელოს მთავრის კარზე; მას ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები: "ქართველთ ცხოვრება" (1823-1824), "დასტურლამა" (სამეგრელოს სამთავროს მართვა–გამგეობის განწესება), "მიმოსვლა ნიკოლაი დადიანოვისა" (დაწერილია რუსეთში, ჩვენამდე არ მოუღწევია) და რამდენიმე ლექსი; საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1804). ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი, "დიდი ნიკო". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; nobility.pro ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |