The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო დადიანი

ნიკო დადიანი
სხვა სახელი:დიდი ნიკო
დაბადების თარიღი:1764
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1834  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მარტვილის მონასტერი
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის საქმეში; 1805 წელს მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ დელეგაციას; აქტიურად იბრძოდა აფზახეთში რუსული ორიენტაციის მქონე საფარ–ბეგის დასამკვიდრებლად და ასლან–ბეგის დასამკვიდრებლად; 1810-1823წწ. იყო ლეჩხუმის სარდალ–მოურავი; მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის (1806-1812, 1828-1829) და რუსეთ–ირანის (1826-1828) ომებში; 1810 წელს და 1819-1820წწ. ეხმარებოდა რუსეთის მთავრობას იმერეთის აჯანყებების ჩაქრობაში; წლების განმავლობაში ეკავა მსაჯულთუხუცესის (მდივანბეგთუხუცესი) თანამდებობა სამეგრელოს მთავრის კარზე; მას ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები: "ქართველთ ცხოვრება" (1823-1824), "დასტურლამა" (სამეგრელოს სამთავროს მართვა–გამგეობის განწესება), "მიმოსვლა ნიკოლაი დადიანოვისა" (დაწერილია რუსეთში, ჩვენამდე არ მოუღწევია) და რამდენიმე ლექსი; საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1804). ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი, "დიდი ნიკო".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; nobility.pro

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეგრელოს უმაღლესი საგამგეო საბჭო, წევრი (1804-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: