Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის საქმეში; 1805 წელს მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ დელეგაციას; აქტიურად იბრძოდა აფზახეთში რუსული ორიენტაციის მქონე საფარ–ბეგის დასამკვიდრებლად და ასლან–ბეგის დასამკვიდრებლად; 1810-1823წწ. იყო ლეჩხუმის სარდალ–მოურავი; მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის (1806-1812, 1828-1829) და რუსეთ–ირანის (1826-1828) ომებში; 1810 წელს და 1819-1820წწ. ეხმარებოდა რუსეთის მთავრობას იმერეთის აჯანყებების ჩაქრობაში; წლების განმავლობაში ეკავა მსაჯულთუხუცესის (მდივანბეგთუხუცესი) თანამდებობა სამეგრელოს მთავრის კარზე; მას ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები: "ქართველთ ცხოვრება" (1823-1824), "დასტურლამა" (სამეგრელოს სამთავროს მართვა–გამგეობის განწესება), "მიმოსვლა ნიკოლაი დადიანოვისა" (დაწერილია რუსეთში, ჩვენამდე არ მოუღწევია) და რამდენიმე ლექსი; საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1804). ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი, "დიდი ნიკო". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; nobility.pro Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |