შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. 1881 წელს იყო ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი პირველი კომისიის წევრი; მისი ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა XIX საუკუნის 60-90–იან წლების ჟურნალ–გაზეთებში ("დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე", "მეურნე", "საქართველოს კალენდარი"); ავტორია ბელეტრისტული, დრამული და ისტორიული თხზულებებისა; წერდა წერილებს სოფლის მეურნეობის, ჭიათურის მადნის მოპოვების, ქუთაისის ბანკის მუშაობის, სამეგრელოს სკოლებისა და მეგრული ენის შესახებ; თარგმნა შექსპირის პიესები, ჟ. მ. ერედიას, თ. სოლოგუბის ნაწარმოებები; წერილებსა და ლექსებს აქვეყნებდა ხან ინიციალებით ("ნ. დ."), ხან ფსევდონიმებით; იზიარებდა "თერგდალეულების" ლიტერატურულ–ესთეტიკურ შეხედულებებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |