The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო დადიანი

ნიკო დადიანი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ დადიანი
სხვა სახელი:მეგრელი  (ფსევდონიმი)
მეგრელი ნ. დ.  (ფსევდონიმი)
ნიკო მეგრი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1844
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1896  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ბერთემი(ბეთლემი), სენაკის რაიონი
კატეგორია:დიდგვაროვანი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. 

1881 წელს იყო ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი პირველი კომისიის წევრი; მისი ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა XIX საუკუნის 60-90–იან წლების ჟურნალ–გაზეთებში ("დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე", "მეურნე", "საქართველოს კალენდარი"); ავტორია ბელეტრისტული, დრამული და ისტორიული თხზულებებისა; წერდა წერილებს სოფლის მეურნეობის, ჭიათურის მადნის მოპოვების, ქუთაისის ბანკის მუშაობის, სამეგრელოს სკოლებისა და მეგრული ენის შესახებ; თარგმნა შექსპირის პიესები, ჟ. მ. ერედიას, თ. სოლოგუბის ნაწარმოებები; წერილებსა და ლექსებს აქვეყნებდა ხან ინიციალებით ("ნ. დ."), ხან ფსევდონიმებით; იზიარებდა "თერგდალეულების" ლიტერატურულ–ესთეტიკურ შეხედულებებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: