Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცინუკი დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1950 წელს. 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1961 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი; ასრულებდა ქალაქურ (ძველ თბილისურ) სიმღერებს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: "გამარჯობა, ჩემო თბილის–ქალაქო", "სიონში შევალ", "ჩემი აღმართი", "შენ რომ დამტოვე", "მაგნოლია" (ცნობილი სიმღერა ცინუკი დადიანმა ანა კალანდაძის ლექსზე დაწერა); სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით; იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის 60-90–იანი წლების თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; პირველი ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |