შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხური, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1908 წელს. მუშაობდა ბანკის იურისკონსულტად; 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს; ანექსიის (1921, თებერვალი–მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ–განმანთავისუფლებელ მოძრაობაში; მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში; XX საუკუნის 10–იანი წლებიდან იმდროინდელ პრესაში (გაზ. "ივერია", "სახალხო გაზეთი", "განათლება", "ზაკავკაზიე") იბეჭდებოდა მისი წერილები ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე, მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ", "საზოგადოებრივი აზრი", "XIX საუკუნის სიტყვაკაზმულ მწერლობაში", "აკაკი – ცისა და მიწის შვილი", "ქართული თეატრი"; მას ეკუთვნის ასევე 1905 წლის რევოლუციისადმი მიძღვნილი "ჯვარედინ გზაზე" და ისტორიული დრამა "გიორგი სააკაძე"; ეროვნული ხასიათის წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში; ემსხვერპლა 1937 წლის რეპრესიებს. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.212; არქივი: archive.ge; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.789 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |