შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ამირხანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი, სპეციალობით-ნახევარგამტარები და დიელექტრიკები 1976 წელს; მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს; დოქტორანტურა 1991 წელს. 1976-1978წწ. სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი.1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი. 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. 2024 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 15; დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ვებ-გვერდი: dchpa.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 65; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |