The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ დადიანი

სიმონ დადიანი
სხვა სახელი:პეტრე დადიანი
სვიმონ დადიანი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 1975  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სან–ფრანცისკო, აშშ
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წირქოლი, ჭიათურის რაიონი.

სამხატვრო განათლება მიიღო თავდაპირველად პარიზში, შემდეგ სან–ფრანცისკოში.

მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; შემოქმედების პირველ პერიოდში მუშაობდა როგორც რეალისტი მხატვარი; განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად მის აბსტრაქტულ ქანდაკებას "შავი ტორსი" ( ნიუ–იორკი, 1952); მისი ნამუშევრები ხშირად იყო ექსპონირებული ამერიკის ქალაქების გამოფენებზე; სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ქანდაკებიდან – "ტორსი" (1953), "მჯდომარე ქალი" (1953), ფერწერიდან – "ადამი და ევა" (1955), გრაფიკიდან – "ლურჯწვერა" (1952), "გუთური ნანგრევები" (1956); მისი ძირითადი ნამუშევრები ინახება პარიზში, მხატვრის დის, ქეთევან დადიანის ოჯახში. ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254; nobility.pro; არტინფო: artinfo.ge


გააზიარე: