შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო დადიანი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე ბატონიშვილის ასული; არჩილ II-ის შვილიშვილი; ცხოვრობდა მოსკოვში ქართულ კოლონიაში; 1715 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის ლევან IV–ის ვაჟს გიორგი (ეგორ) დადიანს; მან მეუღლესთან ერთად აღზარდა გამოჩენილი რუსი არქიტექტორი პ. ე. ეგოროვი; 1740 წელს მემკვიდრეობით მიიღო მამიდამისის, დარეჯანის საკუთრებაში არსებული სოფლებისა და ვოტჩინების წილი ნიჟეგოროდის გუბერნიაში (ვახტანგ IV–ის ვაჟებთან, ბაქარ და გიორგი ბატონიშვილებთან თანაზიარობით); ამ ფაქტით საბოლოოდ გაერთიანდა არჩილ II–ისა და ვახტანგ VI–ის დროინდელი მოსკოვის ორი ქართული ახალშენი (ვსეხსვიატსკოე და პრესნია). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |