The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან დადიანი

ქეთევან დადიანი
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1915
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1992  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1937 წელს.

1944-1955წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1970-1989წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ და დაგეგმვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სხვადასხვა განყოფილებას; 1950-1970წწ. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა რეგიონების – ავტონომიური რესპუბლიკის, ოლქის, ქალაქის, რაიონის მეურნეობის კომპლექსური განვითარების გეგმის შედგენის მეთოდიკა; იგი ითვლება საგარეო ეკონომიკური კავშირების კვლევის ერთ–ერთ პიონერად საქართველოში; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1948), ეკონომიკის დარგში სამეცნიერო ხარისხის მქონე პირველი ეკონომისტი ქალი საქართველოში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: