The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცოტნე დადიანი

ცოტნე დადიანი
დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი, წმინდანი

ბიოგრაფია

საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი; უმეფობის ხანაში მონღოლებმა იგი რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს; მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება; მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს; გამოტეხვის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს; იგი შემთვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისათვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში); ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც მან შეთქმულების მონაწილეთა ამბავი შეიტყო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამოძმეთა ხვედრი; მისმა გმირულმა საქციელმა მონღოლთა ნოინი დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველა გაანთავისუფლა; ცოტნე დადიანი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც თანამოძმეთათვის თავდადების სიმბოლო; 1999 წელს ქართულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 30 ივლისი (12 აგვისტო); იგი სავარაუდოდ, გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.256


გააზიარე: