The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა აზმაიფარაშვილი

ზაზა აზმაიფარაშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1985 წელს და პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით 1991 წელს.

1985-2004წწ. საქართველოს საქტელერადიოკორპორაციის ორკესტრის, 1979 წლიდან ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, 2003-2004წწ. რუსეთის(მოსკოვის) სახელმწიფო აკადემიური დიდი სიმფონიურ ორკესტრის, 2000 წელს სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი. არა ერთი საოპერო დადგმა განუხორციელებია საქართველოს(თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი), რუსეთის(მოსკოვის დიდი თეატრი 1997-1998წწ.) და ევროპის(თეატრე პრინციპალე, ესპანეთი-2001წ.) საოპერო თეატრების სცენებზე. 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 6; თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვებ-გვერდი: conservatoire.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - სანქტ-პეტერბურგის დირიჟორთა ს. პროკოფიევის სახელობის II საერთაშორისო კონკურსის II პრემია

გააზიარე: